NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი ჭანტურია: ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ ეს დანაშაული ჩემს თავზე ამეღო

გიორგი ჭანტურია: ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ ეს დანაშაული ჩემს თავზე ამეღო

20 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში განმეორებით ჩხრეკას ატარებენ.

“გაჩხრიკეს, გადაჩხრიკეს და ვერაფერი ამოიღეს. არ ვიცი, რას უნდა ვვარაუდობდე? ზეწოლა მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დანაშაული ჩემს  თავზე უნდა ამეღო”- განაცხადა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, ქუთათელაძესთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.

“მკვლელობის დღეს მე ბაზარში ვიყავი და ვნახე კიდეც. ზუსტად ამან გაუჩინა, სავარაუდოდ, ეჭვი სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ჩემი ჩადენილია. უკავშირებენ იმას, რომ წარსულში ეს ბაზრობა ჩვენი იყო და ჩამოგვართვეს. ამაზე ააგეს ვერსიები. იმ მომენტში “საქართველოს ბანკში” ვიყავი. “- განაცხადა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, მკვლელობის დღეს ქუთათელაძესთან სატელეფონო კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრობის” დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა და გათავისუფლდა.

“რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ (სოსო) ქუთათელაძე რუსთავში მოკლული იპოვეს. ქუთათელაძე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 -2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.

2008- 2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, იკავებდა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

 

 

 

კომენტარები

გიორგი ჭანტურია სოსო ქუთათელაძე ჩხრეკა 2018-01-20
Tags გიორგი ჭანტურია სოსო ქუთათელაძე ჩხრეკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პირველი არხის” შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს

შემდეგი სტატია

პროკურატურა: საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა

მსგავსი სტატიები

ბიორკი უკვე საქართველოშია (ფოტო)

28 ოქტ 2017

ტერორისტული ორგანიზაციებისა და ორგანიზაციის წევრებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულმა დუმილი დაარღვია

10 ივლ 2018

ქუთაისში მცხოვრებ უსახლკაროებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

01 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge