შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ა.ს. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
“ა.ს.-ს ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას – დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები”- აცხადებენ შსს-ში.
კომენტარები