NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა

18 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 866 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს, ხოლო თითოეული პროექტის ღირებულების 10 პროცენტის მოცულობის თანხას ამხანაგობები წარმოადგენენ და საერთო კრების შეთანხმებით, საკუთარ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს დაახლოებით 28 მილიონი ლარი  დაიხარჯება.

„არსებული პრაქტიკის ნაცვლად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მხოლოდ ტენდერის საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებენ. ასევე, თქვენ იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ თანადაფინანსებით – ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული კონკრეტული პროექტისთვის. ეს იყო პროექტის ღირებულების 10-20-30%. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები:  ჩვენი მხრიდან 100 პროცენტით დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10 % წარმოადგენს და ეს თანხა საერთო კრების გადაწყვეტილებით მოხმარდება ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი მოდელი ხელს შეუწყობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას.

„აღნიშნული სისტემა, ასევე, მაქსიმალურად გამორიცხავს კორუფციის რისკებს, გააძლიერებს გამგეობებისა და ამხანაგობების თანამშრომლობას და მივიღებთ ეფექტიან, გამჭვირვალე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები

ბინათმესაკუთრე თბილისის მერი კალაძე კახა კალაძე 2018-01-18
Tags ბინათმესაკუთრე თბილისის მერი კალაძე კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უცნობი ფოტოები: ცხოვრება 1950-60-იანი წლების ამერიკაში

შემდეგი სტატია

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

მსგავსი სტატიები

სოზარ სუბარი: EU-ს წევრობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხობს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას

სოზარ სუბარი: EU-ს წევრობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხობს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას

ნინო ჩხეიძე 05 ოქტ 2022
აშშ სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

აშშ სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

24 იან 2018

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge