საქართველოს თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე ბავშვი პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილია.
“ეს პატარა სანდროა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილი. სანდრო, შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს “ფეისბუქ” გვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხა. სახალისო ხარვეზი – გვაპატიეთ”-წერს “ფეისბუქში” სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო თოლორდავა.
კომენტარები