აშშ-ში ოჰაიოს შტატში, შერიფის მოადგილემ 16 წლის ბრალდებულს, რომელსაც ბრალი იარაღის უკანონო ტარებაში ედებოდა, ესროლა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას შერიფის მოადგილესა და ბრალდებულის ოჯახს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და სამართალდამცავმა მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები