რუსეთში, ქალაქ ორენბურგში ადგილობრივი ბიზნესმენი დენის ჩერნოვი და მისი 7 წლის ვაჟი მოკლეს.
სამართალდამცავებმა ბიზნესმენის მანქანას მიაგნეს, რომელსაც კვამლი ასდიოდა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.Toyota Land Cruiser 200-ში გარდაცვლილი ბიზნესმენის ცხედარი და მისი 7 წლის ვაჟი აღმოაჩინეს, რომელსაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
კომენტარები