NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»NDI-მ გურამ კაშიას ქმედებაზე საზოგადოების დამოკიდებულება გამოიკვლია

NDI-მ გურამ კაშიას ქმედებაზე საზოგადოების დამოკიდებულება გამოიკვლია

18 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

NDI-მ გურამ კაშიას მიერ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების მხარდასაჭერად ერთ-ერთ მატჩზე ცისარტყელას ფერების სამკლაურის გაკეთებასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება გამოიკვლია. როგორც დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში ჩანს, მოსაზრებას „გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია“ გამოკითხულთა 47% ეთანხმება, ხოლო 46% არ ეთანხმება. ამავე დროს, გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ კაშიას ქმედება არ მოეწონა, თუმცა მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ კაშიას ქმედებისადმი დამოკიდებულება განსხვავდება რეგიონების მიხედვით. თუ ეროვნულ დონეზე მოსაზრებას „კაშიას ქმედება მიუღებელია“ ეთანხმება 47%, თბილისში იგივე მოსაზრებას მხოლოდ 38% ეთანხმება, ხოლო 56% არ ეთანხმება. მოსაზრებას „კაშიას ქმედება მიუღებელია“ ყველაზე მეტად სოფელში ეთანხმებიან (56%).

ეროვნულ დონეზე მოსაზრებას „მხარს ვუჭერ კაშიას ამ ქმედებას“ გამოკითხულთა 31% ეთანხმება, ხოლო 62% არ ეთანხმება. დამოკიდებულება რეგიონების მიხედვით აქაც იცვლება: თბილისში კაშიას ქმედებებს მხარდაჭერას 43% უცხადებს, ხოლო პატარა ქალაქებში – 34%. ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ამ მოსაზრებას სოფელში ჰყავს (71%).

გურამ კაშიას ქმედებებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მოსაზრებას „გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია“ გამოკითხულთა მხოლოდ 35% ეთანხმება, ხოლო 58% – არ ეთანხმება. 36 წელს გადაცილებულთა ასაკობრივი ჯგუფიდან გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის კაშიას ქმედებები მიუღებელია. რაც შეეხება მოსაზრებას „მხარს ვუჭერ კაშიას ამ ქმედებებს“ 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მას 41% ეთანხმება, ხოლო 53% – არა.

კომენტარები

NDI გურამ კაშია კაშია კვლევა ლგბტ საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2018-01-18
Tags NDI გურამ კაშია კაშია კვლევა ლგბტ საზოგადოებრივი აზრის კვლევა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Instagram-მ გვერდი, რომელიც გვაჩვენებს იმ რეალურ ადგილებს, სადაც ფილმები გადაიღეს

შემდეგი სტატია

დღის მეორე ნახევრიდან ამინდი საქართველოში მკვეთრად გაუარესდება

მსგავსი სტატიები

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

16 მაი 2018
პრეზიდენტი: შენი მოკავშირეები აჩვენებენ იმას, თუ ვინ ხარ შენ; დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია

პრეზიდენტი: შენი მოკავშირეები აჩვენებენ იმას, თუ ვინ ხარ შენ; დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია

30 მაი 2018
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით ესტუმრა

ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით ესტუმრა

10 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge