გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ამ დრომდე ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურიდან მათ აცნობეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. გიორგი ჭანტურიას მეუღლის, ანა ხურციას განცხადებით, მან იცოდა, რომ სამსონ ქუთათელაძე ბაზრის ერთერთი მეწილე იყო.
„ჩატარდა ჩხრეკა, საკმაოდ მშვიდობიან გარემოში, არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ იქნა ამოღებული, დაასრულეს ჩხრეკა და ამით დამთავრდა. ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული, ამოღებული არისო 6 ვაზნა, რაზეც ჩემი მამამთილი ადასტურებს, რომ ეს მას ეკუთვნის. ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა. ქუთათელაძის გვარი გაგებული მქონდა, მე ვიცოდი, რომ ერთერთი მეწილე იყო“,-განაცხადა ანა ხურციამ.
კომენტარები