NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით“

„ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით“

18 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შიდა კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, NDI-ს კვლევის მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისაგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს  ყოველთვის იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით. დროის ამ მონაკვეთში ჩვენ შიდა კვლევა არ ჩაგვიტარებია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ყოველთვის ჩვენ შიდა კვლევებს პროგნოზებისათვის”,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა  პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებსაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კითხვის ფორმულირება.

„ჩვენთვის ეს არის საინტერესო საკითხები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, კითხვის ფორმულირება. ძალიან საინტერესოდ იყო დასმული კითხვა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კითხვა იყო დასმული იმის თაობაზე, იცოდა ხალხმა თუ არა, რომ 26 სექტემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა ამ კანონპროექტს. ასე კითხვები ბუნებრივია, არ ისმება ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებში, თუ გინდა სწორი პასუხის მიღება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის მრავალი საინტერესო საკითხი გამოკვლეული NDI-ს მიერ. ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხებით და ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე ვიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორია საზოგადოების განწყობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამოცანების, მიზნებისა და საზოგადოების განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ეყრდნობა.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს არც ნდობასთან და არც უნდობლობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ შიდა კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები, მიზნები, განვსაზღვროთ ის, თუ როგორია საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ კვლევებზე. თავის დროზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი შედეგები იყო აცდენილი CRRC-ს მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა ჩვენს შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ს  შედეგებსა და არჩევნებს შორის. შესაბამისად,  გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

NDI ირაკლი კობახიძე კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტი 2018-01-18
Tags NDI ირაკლი კობახიძე კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანაკლიის პორტის პროექტით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრები დაინტერესდნენ

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: მივიღე დოკუმენტები მოქალაქეობაზე

25 ოქტ 2017
პროტესტის ასეთ ფორმაზე გადასვლა ბევრ ეჭვებს აჩენს

პროტესტის ასეთ ფორმაზე გადასვლა ბევრ ეჭვებს აჩენს

ირაკლი შალიკაშვილი 25 მაი 2021
ველოდებით დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს იქნება მორიგი რეკორდი

ველოდებით დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად, ეს იქნება მორიგი რეკორდი

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge