NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერიაში საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

თბილისის მერიაში საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

17 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 335 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„დედაქალაქის მერია, ბაღების მართვის სააგენტო  ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენ  მიერ მოხდება ყველა, ნებისმიერი სახის მცირე ზომის გადაცდომაზეც შესაბამისი რეაგირება. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი და გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, გეგმიურ მონიტორინგზე, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამოავლინა რძის პროდუქტი, რომელიც ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით.

„ჩვენ მიერ მოხდა ამ კონკრეტული მიმწოდებელი კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო შესაბამისი ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც ამ კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა. გაკეთებული არის შესაბამისი შეკვეთა და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ ხარვეზის გამოსწორება”, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს.

„უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.

„ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა“ – განმარტა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანმა საბავშვო ბაღების მენიუზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შემცირებულია არა საკვების ოდენობა, არამედ კალორაჟი. მისივე თქმით, მენიუს ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით და ემყარება ექსპერტულ შეფასებებს.

„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობა არის შეცვლილი. მენიუში ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი მენიუ“ – განაცხადა მერის მოადგილემ.

 

 

კომენტარები

ბრიფინგი თბილისის მერია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მერია მერის მოადგილე საბავშვო ბაღი 2018-01-17
Tags ბრიფინგი თბილისის მერია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მერია მერის მოადგილე საბავშვო ბაღი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„იმ საზოგადოების, სადაც პოლიციელი არ და ვერ არის დაცული, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ“

შემდეგი სტატია

გახარია: სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული არ გვყავს

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნული სააგენტო: 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოვაჩინეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო: 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოვაჩინეთ

27 თებ 2018
ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი – ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი” დიასახლისები

ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი – ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი” დიასახლისები

ირაკლი შალიკაშვილი 18 თებ 2020

„მე ვიქნები, მე ასე ვფიქრობ, „ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატი“

07 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge