NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“სახელმწიფო 2018 წლიდან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის”

“სახელმწიფო 2018 წლიდან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის”

17 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 726 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა პარლამენტარებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გააცნო. მისი თქმით, აზიურ ფაროსანას მრავალწლიანი ბრძოლა სჭირდება, თუმცა მიმდინარე წელი დამახასიათებელი იქნება იმით, რომ აზიური ფაროსანას ბრძოლის წინააღმდეგ გასული წლის მაგალითზე ქვეყანაში დაგროვილია საკამაო გამოცდილება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტები რეკომენდაციებს უკვე საქართველოში მიღებული გამოცდილების მიხედვით იძლევიან. საქართველოს მოსახლეობამ ისიც დაინახა, რომ ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლა საბოლოდ შედეგიანი რომ  იყოს, აუცილებელია მათი ჩართულობა.

მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი პროგრამა სრულყოფილად შეძლებს 2018 წელს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლას.  მისი თქმით, სამოქმედო გეგმა გაწერილია თვეების, კვირების, დღეების ჭრილში და ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყება ბუნებრივი კლიმატური პირობების შესაბამისად. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო 2018 წლიდან ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის და სამუშაო არეალად განსაზღვრავს იმ საჯარო სივრცესაც, რომელმაც შესაძლოა მავნებლის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, აზიური ფაროსანას პრობლემის დარეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. მისი თქმით, სახელმწიფო დღეს ახორციელებს იმ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროცედურებს, რომელიც ეხება წამლის, დანადგარების და მათი გადამტანი ტექნიკის ყიდვას. „ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში სახელმწიფო სტრუქტურა მთლიანად მზად იქნება  აზიური ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის პროგრამა ითვალისწინებს სამ ძირითად ეტაპს:

  • პირველი ეტაპის მიხედვით, აზიური ფაროსანას გავრცელებაზე განხორციელდება საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც ცნობილი გახდება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა;
  • მეორე – საქართველოს მოსახლეობა, ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან;
  • მესამე ეტაპის მიხედვით, სახელმწიფო დაამუშავებს მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს, რომელთა დამუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ მწერის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე ღონისძიებები როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება გარემოს დაცვის მოთხოვნების უმკაცრესად დაცვით, რაც აღიარებულია  საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის ღონისძიებებისთვის დაახლოებით 50 მლნ ლარია გათვალისწინებული; შეისყიდიან შესაწამლ ტექნიკას, შეიძენენ  წამალსა და საწვავს, დაიქირავებენ მომსახურე პერსონალს  და ა.შ.

მისი  ინფორმაციით, დაგეგმილია ფართო საინფორმაციო კამპანიაც. ამასთანავე, შესაძლოა, დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატთა კითხვებსაც უპასუხა.

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელშიც მთელი მთავრობა უნდა იყოს ჩართული,  ყველა სტრუქტურა ერთსულოვნად უნდა იყოს ჩართული. რამდენიმე სტრუქტურა არასათანადოდ აღიქვამს ამას და კარგი იქნებოდა, განსაკუთრებით რეგიონულ ნაწილში გააქტიურდნენ. თუ ჩვენ მართვა არ გვექნება სათანადოდ რეგიონალური, ადგილობრივი, სოფლის მუნიციპალიტეტის, დაბის  დონეზე, მერწმუნეთ, რომ რაც არ უნდა ძალისხმევა ჩადოთ ამაში, არ იქნება ის შედეგი რომელიც არის მისაღწევი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. მისი თქმით, პრობლემა არის სერიოზული,  ექსპერიმენტების დრო არაა, განსაკუთრებით  საჭირო ტექნიკის შეძენის კუთხით და ხელისუფლებამ აპრობირებული მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს. ოთარ დანელიას განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობის, ფერმერების ინფორმირებულობა, დეპუტატების ადგილებზე ჩასვლა და იმ პროცესებში ჩართვა, რაც აუცილებელია  პრობლემის გადასაჭრელად. მან კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კომიტეტი ასევე მზადაა საკანონმდებლო კუთხით მხარდაჭერისთვის, თუ კი ამის აუცილებლობა დადგება.

ოთარ დანელიას განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის ქვეყანა მაისამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.  „ჩვენ მოვისმინეთ  ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება სახელმწიფო ფაროსანასთან საბრძოლველად.  ეს არის მიმდინარე პროცესი და იმაზე საუბარი, არის თუ არა საკმარისი ეს მზადება, ჯერჯერობით ნაადრევია. ჩვენ დაახლოებით მაისიდან უნდა ვიყოთ მზად ფაროსანასთან საბრძოლველად. ჯერ დრო არის, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მე მჯერა, რომ ასეც იქნება, და თუ არ ვიქნებით მზად, პირველი მე ვიქნები, რომელიც ამ საკითხს დააყენებს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს კომიტეტი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

კომენტარები

აზიური ფაროსანა გიორგი ხანიშვილი კამპანია ოთარ დანელია პარლამენტი 2018-01-17
Tags აზიური ფაროსანა გიორგი ხანიშვილი კამპანია ოთარ დანელია პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ზოგს ჰგონია, რომ მარიხუანას მოხმარება დაშვებულია; სინამდვილეში ეს ასე არაა”

შემდეგი სტატია

“ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია”

მსგავსი სტატიები

დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018
იაკუტიაში, ალმასის საბადოში ჩარჩენილი რამდენიმე მაღაროელი კავშირზე არ გამოდის

იაკუტიაში, ალმასის საბადოში ჩარჩენილი რამდენიმე მაღაროელი კავშირზე არ გამოდის

სოსო ელისაშვილი 04 აგვ 2017

კახეთში აფეთქების შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა

27 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge