სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის საქმეზე პროცესი იწყება. თავად ქვლივიძე სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
სასამართლო პროკურატურის საჩივარს განიხილავს. ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
დაცვის მხარის ადვოკატი ზაზა მესხი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კომენტარები