NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

17 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 981 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

„აღსრულების ეროვნული ბიურო 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბიურომ მთავარ სტრატეგიად მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება აირჩია. ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსხურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2017 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 13 ათასზე მეტი საქმე.

მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია:

  • სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 9 648 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 74 პროცენტს შეადგენს;
  • ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 323 საქმიდან მორიგებით დასრულდა 303 შემთხვევა, რაც 94 პროცენტს შეადგენს;
  • 2017 წლის მანძილზე შეწყდა 633 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
  • აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 4 055 ერთეული.

მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმის წარმოებაზეც. 2017 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის მიერ დასრულდა 20 890 საქმე, მათ შორის მორიგება განხორციელდა 3 ათასამდე შემთხვევაში.

გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო დაიხვეწა და ხელმისაწვდომი გახდა მოქალაქეთა კონსულტაცია. 2017 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 231 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. მათ შორის:

  • შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 186  618 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
  • პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 43 079 მოქალაქეს;
  • პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 316 შეკითხვას.

2017 წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისა და პოლიციის სამმართველოს მიერ ჯამში დასრულდა 95 ათასი სააღსრულებო წარმოება“, – რნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები

2017 წლის საქმიანობა ანგარიში აღსრულების ეროვნული ბიურო 2018-01-17
Tags 2017 წლის საქმიანობა ანგარიში აღსრულების ეროვნული ბიურო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილე და ვიცემერი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შემდეგი სტატია

სააპელაციო სასამართლოში „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროცესი იწყება

მსგავსი სტატიები

„იმისთანა რა საქმეს გააკეთებს კალაძე, რასაც არ აკეთებდა ნარმანია?“

18 ოქტ 2017
ლაშა ბუღაძე: დედა-ენის შემქმნელი იაკობ გოგებაშვილის ქალაქში რომ ისეთ კაცს მისცემს ხმას უმრავლესობა …

ლაშა ბუღაძე: დედა-ენის შემქმნელი იაკობ გოგებაშვილის ქალაქში რომ ისეთ კაცს მისცემს ხმას უმრავლესობა …

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2021
სოფიკო შევარდნაძეს ვაჟი შეეძინა

სოფიკო შევარდნაძეს ვაჟი შეეძინა

ნინო ჩხეიძე 25 მარ 2021

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge