NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 41% თვლის, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერია ვიდრე აშშ, ხოლო 36% თვლის, რომ აშშ რუსეთზე უფრო ძლიერია. გამოკითხულთა 15% თვლის, რომ აღნიშნული ქვეყნები სამხედრო თვალსაზრისით თანაბარი სიძლიერის არიან.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კომენტარები