NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად რესპოდენტთა 34% მიიჩნევს, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი მთავრობა უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა. გამოკითხულთა 44% კი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობა იგივენაირად იმუშავებს, ვიდრე წინა. 12% კი მიიჩნევს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა წინაზე უარესად იმუშავებს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კომენტარები