აშშ-ში, კალიფორნიის შტატში წყვილს 13 შვილი ჯაჭვებით ლოგინზე ჰყავდა მიბმული. 10 წლის გოგონამ სახლიდან გაქცევა და პოლიციასთან დაკავშირება შეძლო. მისი განცხადებით მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჰყავდათ დაბმული.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა 12, 2-დან 29 წლამდე საწოლზე მიჯაჭვული ადამიანი აღმოაჩინეს.
დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა მათ დიდი ხნის განმავლობაში საკვები არ ჰქონდათ მიღებული.
მშობლები ამ დროისთვის დაკავებულები არიან.
კომენტარები