ხელისუფლება მზად არის გაითვალისწინოს შენიშვნები, რომელიც Freedom House-ის კვლევაში მოხვდა. პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შენიშვნები სამომავლო საქმიანობაშიც აქტიურად იქნება გათვალისწინებული.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით Freedom House-ის შეფასებებს. ეს საკმაოდ კომპეტენტური და მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი ორგანიზაცია არის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს, ყოველთვის კრიტიკული არის ანგარიში, ყოველთვის აქცენტები კეთდება მხოლოდ პრობლემებზე ქვეყნების განვითარების დინამიკაში და შესაბამისად, ამ შენიშვნებს, რომელიც იქნება აუცილებლად, ყურადღებით გავეცნობით და, რა თქმა უნდა, სამომავლო საქმიანობაშიც აქტიურად გავითვალისწინებთ“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
Freedom house-ის მორიგ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც 2018 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.
კომენტარები