NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პრივილეგირებული ოჯახის შვილმა ჩვენი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა“

„პრივილეგირებული ოჯახის შვილმა ჩვენი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა“

16 იან 2018 ახალი ამბები 492 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბასიანის” ტერიტორიაზე, 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კლუბის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო.

სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! – გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიებიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.

არასდროს ყოფილა ადამიანების დასჯა ჩემი მოწოდება, მაგრამ როგორ გინდა უსამართლობის განცდა არ დაგეუფლოს, როცა ახალ წელს რუსთავის საპყრობილესთან ყოფნისას გისოსებიდან მიკროგრამებზე წლობით გამომწყვდეული ადამიანების შეძახილებს ვისმენდი.

სოლიდარობას ვუცხადებ უძვირფასეს დაცვის წევრებს და ყველა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს. მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ.

ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ.

“ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?”

https://www.facebook.com/distantlights/posts/10155072484092093?pnref=story

კომენტარები

ბასიანი გირაო დაცვის თანამშრომელი დაჭრა ნაჯა ორაშვილი პოლიციელის პრივილეგირებული სამართალი სასამართლო ფეისბუქი 2018-01-16
Tags ბასიანი გირაო დაცვის თანამშრომელი დაჭრა ნაჯა ორაშვილი პოლიციელის პრივილეგირებული სამართალი სასამართლო ფეისბუქი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

NDI: გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

შემდეგი სტატია

ტრიპოლის აეროპორტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

მსგავსი სტატიები

“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება

“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019

სასამართლომ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018
ახალ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ახალ ქსელზე გადართვის მიზნით აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2019

უახლესი ამბები

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge