NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წულუკიანი: გამოვთქვამ მზაობას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ

წულუკიანი: გამოვთქვამ მზაობას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ

16 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1163 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეობის საქმეთა კომისიის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა შარშან, წლის მიწურულს, გადაწყვიტა, რომ მოქალაქეობის კომისია მასთან უნდა მუშაობდეს; თავმჯდომარეც, შემადგენლობის უმრავლესობაც უნდა იყოს მისი და იუსტიციის მინისტრს დაუწესა ვადა 15 იანვრამდე, რომ შესაბამისობაში მოეყვანა ყველა მისი აქტი და ნაბიჯი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან.

“იუსტიციის მინისტრმა, მე, ამ შემთხვევაში, ყველა ეს ნაბიჯი განვახორციელე. მაგრამ დადგა 16 იანვრის დილა, როდესაც პრეზიდენტთან გადასულმა კომისიამ და თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააანალიზა, რომ კომისიის თავისთან წაღება ნიშნავს ორ მარტივ რამეს: ერთი იმას, რომ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა შესაბამისი კომისიის სხდომებისთვის და, ასევე, ნიშნავს იმას, რომ კომისიამ უნდა იმუშაოს და იშრომოს.

რაც შეეხება პირველ საკითხს: როგორც დღეს ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისათვის და პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების − პრეზიდენტის ადმინისტრაციის − თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს: ის, რომ კომისიამ ტესტირებები უნდა ჩაატაროს, მოქალაქეებს გაესაუბროს, აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი დამხმარე როლი ვერ გვექნება, რადგან კომისიის სხვა უწყებაში გადატანა ნიშნავს იმას, რომ სხვა უწყების თანამშრომლებმა და მათმა ხელმძღვანელებმა მართლაც უნდა ჩაატარონ ის სამუშაო, რასაც აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ატარებდა.

როგორც ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მე გამოვთქვამ იმედს, რომ ამგვარად დაკომპლექტებული პრეზიდენტის კომისია საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომ პრეზიდენტს გაუწიოს წინააღმდეგობა, როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მოქალაქეობის მიღებაზე, ჩვენ ამ წინააღმდეგობას მას ვუწევდით; როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს ყოფილ მოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ მას წინააღმდეგობას ვუწევდით. იმედი მაქვს, რომ მისივე კომისია ამ წინააღმდეგობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი თანამემამულეები დავუბრუნოთ სამშობლოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კომენტარი კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტზე ყოფნისას გააკეთა, რომელიც კუნძულ ანტიგუაზე იმართება.

კომენტარები

თეა წულუკიანი კომისია მოქალაქეობა პრეზიდენტი 2018-01-16
Tags თეა წულუკიანი კომისია მოქალაქეობა პრეზიდენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

შემდეგი სტატია

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მსგავსი სტატიები

აჰმედ იმამყულიევი: მთელმა საქართველომ იცის, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე უნდა დამარცხდეს

აჰმედ იმამყულიევი: მთელმა საქართველომ იცის, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე უნდა დამარცხდეს

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2021
გია ხუხაშვილი: ანუ, ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?

გია ხუხაშვილი: ანუ, ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2021

„ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად“

06 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge