თბილისის საკრებულოში დღეს ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების საკითხს განიხილავენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები გაზრდილია. ოპოზიციის ბრალდებებს მმართველო გუნდში უპასუხეს. ქონებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, წინა წელთან შედარებით, სახელფასო ფონდი 6 მილიონით შემცირებულია.
„თუ აქამდე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იღებდნენ როგორც თანამდებობრივ სარგოსთვის განკუთვნილ ხელფასს და ასევე დანამატს, ახლა ხდება გაერთიანება ახალი კანონის მოთხოვნის შესაბამისად. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პრემიის ნაწილი ჩაიკეტა პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, ანუ განყოფილების უფროსები, მერები, მოადგილეები არ მიიღებენ პრემიებს, მხოლოდ მიიღებენ შეზღუდული რაოდენობით, და ისიც მერის გადაწყვეტილებით რიგითი თანამშრომლები. ოპოზიციის სპეკულაცია ამ თემაზე რომ დამთავრდეს, გეტყვით, რომ ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი განვსაზღვრეთ 82 მილიონით, გასულ წელს – იყო 88 მილიონი“,-განაცხადა ზარქუამ.
კომენტარები