უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ. ჩვენი ხალხებიც უნდა გაერთიანენ მათ წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და, რაც ყველაზე მთავარია, უპერსპექტივობას და სიღარიბეს“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
კომენტარები