თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. ადვოკატი სხდომაზე აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დასკვნის წარდგენას გეგმავს. ირმა ჭკადუას განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს.
„ჩვენ უკვე ხელში გვაქვს ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად საფუძველი უნდა გახდეს სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ვიშუამდგომლებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“,-განაცხადა ჭკადუამ.
კომენტარები