ტომ კრუზი აგრძელებს ახალი „შეუსრულებელი მისიის“ გადაღებებს. ამჯერად სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც მსახიობი ლონდონის ქუჩებში იღებს საინტერესო სცენებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი სცენის გადაღებისას კრუზი საკმაოდ სერიოზულად დაშავდა და რეჟისორებს მოუწიათ გარკვეული პერიოდით ყველანაერი სამუშაოს შეწყვეტა. ახლა, როგორც ჩანს მსახიობი სრულად გამოჯანმრთელდა და გახმაურებული ფრანჩაიზის მეექვსე ფილმზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია.
გადაღებები, როგორც მოგახსენეთ ამჯერად ლონდონში მიმდინარეობს და გარკვეული ქუჩები გადაკეტილი გახლდათ, რამაც ადგილობრივი მაცხოვრებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
„შეუსრულებელი მისია 6 “ კინოთეატრებში მიმდინარე წლის 27 ივლისს გამოჩნდება, მანამდე კი შეგიძლიათ ახალი ფოტოები იხილოთ.
ფოტოები გადასაღები მოედნიდან:
კომენტარები