NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს: 2014 წელს გიორგი კლდიაშვილზე გავრცელებულ განცხადებაში  არასწორი ფაქტობრივი გარემოებები იყო

შსს: 2014 წელს გიორგი კლდიაშვილზე გავრცელებულ განცხადებაში  არასწორი ფაქტობრივი გარემოებები იყო

15 იან 2018 ახალი ამბები, სამართალი 705 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2014 წლის 17 დეკემბერს ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის დაკავების შესახებ შსს-ს მიერ  გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება  არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავდა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2014 წლის 17 დეკემბერს დაიდო განცხადება შემდეგი სათაურით: „გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი შსს-სა და „IDFI“-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს (http://police.ge/ge/giorgi-kldiashviltan-dakavshirebuliintsidenti-shss-sa-da-/7499?print=1).

გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია არასწორი ფაქტობრივი გარემოებები: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“. აღნიშნული გამონათქვამი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც გიორგი კლდიაშვილს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“ და რომ “მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“. იარაღი მართლაც გიორგი კლდიაშვილის საკუთრება იყო, სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის დამადასტურებელი მოწმობა და გიორგი კლდიაშვილს სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ თავად ჰქონდა ამ იარაღის ტარების უფლება. შესაბამისად, გიორგი კლდიაშვილის მხრიდან სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ასევე არაზუსტია განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა.

2015 წლის 05 ივნისს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მოცემული განცხადება, რათა აღმოიფხვრას ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც დაშვებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადებაში”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

განცხადება გიორგი კლდიაშვილი იარაღი შსს 2018-01-15
Tags განცხადება გიორგი კლდიაშვილი იარაღი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

R2: პირი, რომელსაც სუს-ის გავრცელებულ კადრებში სახე დაფარული აქვს, უხუცესთა საბჭოს წევრის შვილია

შემდეგი სტატია

გიორგი კლდიაშვილი: ეს არის ღირსეული საქციელი ღირსეული სამინისტროსგან

მსგავსი სტატიები

კალაძე: საკანალიზაციო ჭების თავები წარმოადგენს ორმოებს

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
“გაჩეხეს ათობით ჯანმრთელი ხე,” – ენმ დედაქალაქში ხეების მასობრივ ჭრას აპროტესტებს

“გაჩეხეს ათობით ჯანმრთელი ხე,” – ენმ დედაქალაქში ხეების მასობრივ ჭრას აპროტესტებს

სოსო ელისაშვილი 10 აპრ 2019
მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

18 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge