NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»R2: ჩატაევის საქმის სკანდალური მასალები

R2: ჩატაევის საქმის სკანდალური მასალები

14 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 550 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კურიერმა აჰმედ ჩატაევის საქმის მასალები მოიპოვა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბერი გაბრიელი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები სპეცოპერაციამდე თბილისის ქუჩებში, მაღაზიებში, ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებში გადაადგილდებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი და ჩატაევის რაზმის წევრები ერთად ჩანან. ვიდეო ვაგზლის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ პასაჟის მობილური ტელეფონების მაღაზიებშია გადაღებული.

კადრებში კიდევ ერთი პირი ჩანს, რომელიც ჩატაევის თანამებრძოლებს ესაუბრება, თუმცა მისი სახე სუს-მა დაფარა.

კადრებში თემირლან მაჩალიკაშვილი, ასლანბეგ სოლტახმედოვი, შოაიფ ბორზიევი და მეოთხე პირი ჩანს, რომელის ვინაობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასაიდუმლოებს და გავრცელებულ მასალაში მის სახეს მალავს.

უცნობი პირი არც ლიკვიდირებულებს და არც დაკავებულებს შორის არააა.

კურიერის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მან საქართველოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები პანკისის ხეობაში შარშან ჩავიდნენ და ადგილობრივებს ტურისტებად გაეცნენ.

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციის საქმის მთავარი მტკიცებულებები კურიერის ხელში რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა. რამდენიმესაათიანი ვიდეომასალის გარდა, სადაც ბრალდებულების ქუჩაში გადაადგილებაა გადაღებული, საქმეში დევს სარფის სასაზღვრო პუნქტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებულების მიერ საზღვრის კვეთა უნდა იყოს ასახული.

მტკიცებულებებს შორის ერთი წერილი რუსულ ენაზეა, კიდევ ერთი წერილი კი არაბულ ენაზეა დაწერილი.

საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელის ქუჩაზე ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იმ მობილურის საგარანტიო ფურცელიც, რომელიც სპეცოპერაციამდე 9 დღით ადრე დაჯგუფების წევრებმა ვაგზლის ტერიტორიაზე იყიდეს, თუმცა, ალმოდებული სახლიდან, სადაც, თითქმის, ყველაფერი დამწვარია, საგარანტიო ფურცელი საქმის მასალებით უვნებელი გადარჩა.

 

კომენტარები

ახმედ ჩატაევი აჰმედ ჩატაევი სპეცოპერაცია ტერორიზმი 2018-01-14
Tags ახმედ ჩატაევი აჰმედ ჩატაევი სპეცოპერაცია ტერორიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პორტუგალიაში ხანძრის დროს მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა

შემდეგი სტატია

პერუში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მსგავსი სტატიები

33 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად

33 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად

28 თებ 2018

„გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ არ გვაქვს ნული ხმა“

25 ოქტ 2017
შსს თბილისში დღეს დაგეგმილი აქციის გამო მძღოლებს აფრთხილებს

შსს თბილისში დღეს დაგეგმილი აქციის გამო მძღოლებს აფრთხილებს

10 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge