მეცნიერებათა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. აკაკი ზოიძის განცხადებით, უმრავლესობის შიგნით პოზიციები უნდა შეჯერდეს.
„პოზიციების შეჯერებაზე როცა ვსაუბრობთ, შეჯერება უნდა მოხდეს განსხვავებული პოზიციების, ერთნაირ პოზიციებს შეჯერება არ სჭირდება. უმრავლესობა შეჯერდება კანოპონპროექტზე“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მანამდე განცხადება გააკეთა კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ . ის მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტია დასაწერი. მისი განცხადებით, სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. მამა ანდრიას თქმით, ეკლესია ცდილობს რომ მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება.
კომენტარები