NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

12 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 448 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები – თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

„დღეს, სახალხო დამცველთან და მის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ – საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ჩვენი მოსვლის დღიდან, ეტაპობრივად, პრაქტიკაში დავიწყეთ. ვისაუბრეთ ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებისათვის, გაიმართება 23 იანვარს.“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა

„მინისტრს ვესაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე, ასევე იმ საკითხებზე რასთან მიმართებაშიც ჩვენ მოგვიწევს სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩვენ გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც არის პრობლემატური განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები, და რა თქმა უნდა შევეხეთ, იმ ცალკეულ ინციდენტებს რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვები, ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

გიორგი გახარია ვიცეპრეირი ნინო ლომჯარია სახალხო დამცელი შს მინისტრი 2018-01-12
Tags გიორგი გახარია ვიცეპრეირი ნინო ლომჯარია სახალხო დამცელი შს მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შემდეგი სტატია

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ განხილვების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპატრიარქოს მონაწილეობა“

მსგავსი სტატიები

ოპოზიცია სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომ ივანიშვილო, იქნებ რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე

ოპოზიცია სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომ ივანიშვილო, იქნებ რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2019
საქართველოს პარლამენტის აპარტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05 ივლ 2018

ინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge