NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ განხილვების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპატრიარქოს მონაწილეობა“

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ განხილვების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპატრიარქოს მონაწილეობა“

12 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„უნდა გაფართოვდეს, იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთყველა მხარეს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ფართო განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული.

„ძალიან ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდაგაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამმთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ასევე, საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიზანი არის ერთი და ის ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას გულისხმობს. „მიზანი აქვს ყველას ერთი – მიზანი არის მოხმარების შემცირება საქართველოში და ასევე, მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, ვერვთანხმდებით ჩვენ ხშირად, სხვადასხვა მხარეები ამ მიზნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად მსჯელობა და განხილვა. ასევე, გუნდში არის აზრთასხვადასხვაობა ზუსტად ამ გზებთან დაკავშირებით. არის ნაწილი დეპუტატებისა, რომელსაც მიაჩნია, რომ ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის მეორე ნაწილი დეპუტატებისა, რომლის აზრითაც გამკაცრება არის უკეთესი გზა მიზნების მიღწევისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ სიღრმისეული არგუმენტებისმნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,დღემდე ორივე მხრიდან მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა ისმის.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები, თუნდაც, სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალები, არ მინახავს, არ მომისმენია, ასეთები არის ჯერ კიდევშესამუშავებელი და დასამუშავებელი, და მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დღემდე ჩვენ გვესმის მხოლოდ ზედაპირული მსჯელობაროგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს, რაც არის ძალიან სამწუხარო”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

გიორგი კობახიძე ირაკლი კობახიძე კობახიძე პარლამენტის თამჯდომარე 2018-01-12
Tags გიორგი კობახიძე ირაკლი კობახიძე კობახიძე პარლამენტის თამჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შემდეგი სტატია

„ იმედი მაქვს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება“

მსგავსი სტატიები

Twenty Strategies to Make Your Site Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018

30-31 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

29 აგვ 2017

საქართველოს ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge