NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დედაქალაქის მერია გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს

დედაქალაქის მერია გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს

12 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისგან შედგება.

მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად, თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული, რომლის ნაწილი მისაღები და ქალაქის განვითარებისთვის რეალურად გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებებით, საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი.

„ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება – მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას – შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, „სითი ინსტიტუტისგან“ შესაბამის წინადადებას დღის ბოლომდე ელოდება.

 

 

კომენტარები

თბილისის მერი თბილისის მერია კალაზე კახა კალაძე მერია 2018-01-12
Tags თბილისის მერი თბილისის მერია კალაზე კახა კალაძე მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში“

შემდეგი სტატია

მედია: ტრამპმა ღარიბ ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენა

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

17 ნოე 2017

„დღეს ჩვენ ღმერთს დავემშვიდობეთ და სატანას ჩამოვართვით ხელი“

02 დეკ 2017
23 ივლისს, თბილისის ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

23 ივლისს, თბილისის ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

20 ივლ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

    დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

მოგვიწონეთ!

თბილისი
7°
overcast clouds
humidity: 70%
wind: 8m/s WNW
H 8 • L 6
6°
Tue
9°
Wed
8°
Thu
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge