აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება. პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. თავად ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
კომენტარები