NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პანკისის სოლიდარობის აქცია დღეს 19:00-ზე გაიმართება

პანკისის სოლიდარობის აქცია დღეს 19:00-ზე გაიმართება

11 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 917 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანკისის სოლიდარობის აქცია დღეს მტავრობის კანცელარიასთან 19:00-ზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ( ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებათა ცენტრი, თეთრი ხმაურის მოძრაობა და აუდიტორია #115) განცხადებას ავრცელებენ.

„26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეციალური რაზმის წევრებმა საკუთარ საძიენებელში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე  მყისიერად გაფრთხილების გარეშე ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას. ამ გზით სახელმწიფო ახდენს საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას და მსხვერპლის ტერორისტად გამოცხადებით მის დეჰუმანიზებას.

წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი  საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება. პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის აუცილებელი სისტემური სოციალური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო არსებითად მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს. პანკისის საგანგებო სივრცედ წარმოჩინება, სახელმწიფოს „ლეგიტიმური“ ძალადობისა და კონტროლის დამყარებისა და ამით საკუთარი ძალაუფლების განტკიცების შესაძლებლობას აძლევს. პანკისის ხეობაში მხოლოდ სპეცოპერაციისა და კონტროლის სტრატეგიით მოქმედი სახელმწიფო, ადგილობრივი მოსახლეობის გარიყულობას აძლიერებს და ართულებს სოციალური სამართლიანობისა და სტაბილურობის მიღწევას.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების  პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას.

ჩვენ მოვითხოვთ:

სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე!

სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება!

ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება!

სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი აუდიტორია 115 აქცია თეთრი ხმაურის მოძრაობა თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისი პანკისის ხეობა სოლიდარობის აქცია 2018-01-11
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი აუდიტორია 115 აქცია თეთრი ხმაურის მოძრაობა თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისი პანკისის ხეობა სოლიდარობის აქცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს“

შემდეგი სტატია

მოსამართლეების ნაწილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭი უკვე უყარეს

მსგავსი სტატიები

ხელისუფლება აპირებს ენმ-ს კოორდინატორის ეზოში “მოლოტოვის კოქტეილის” შეგდება “ევროპულ საქართველოს” გადააბრალოს – კიკნაველიძე

26 ნოე 2018
საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა – დავით ბაქრაძე “როსნეფტის” მიერ “ვისოლის” შესყიდვაზე საუბრობს

საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა – დავით ბაქრაძე “როსნეფტის” მიერ “ვისოლის” შესყიდვაზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ჩააქრეს

სოსო ელისაშვილი 06 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge