NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ  57 კანდიდატს კენჭს უყრიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ  57 კანდიდატს კენჭს უყრიან

11 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 501 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ  57 კანდიდატს კენჭს უყრიან. აღსანიშნავია, რომ 32 სასამართლოში სულ 52 ვაკანსიაა.

მოსამართლეობის მსურველ 79 კანდიდატიდან 3-მა მათგანმა კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა, მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე, რომელსაც ინსტანციის შეცვლა სურდა, ასევე გაურკვეველი მიზეზით მოხსნა კანდიდატურა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე გიორგი არევაძემ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველია და კანდიდატურა ასევე მოხსნა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.  დარჩენილი 76 კანდიდატიდან 19-მა პირმა მოსამართლეობისათვის აუცილებელი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები ვერ გადალახეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ დარჩენილი 57 კანდიდატი ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. იმისთვის რომ კანდიდატი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს, იუსტიციის საბჭოს წევრთა მინიმუმ 10 ხმაა საჭირო.

ამასთან დღევანდელ სხდომაზე კენჭს უყრიან იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ესენი არიან: სერგო მეთოფიშვილი – საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და მოსამართლე. ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე; ლევან თევზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; გიორგი ებანოიძე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; შოთა გეწაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

მოსამართლეების განწესების პროცედურებზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„დღეს დასანიშნი მოსამართლეების ორი კატეგორიაა, რომლებიც დაინიშნებიან, ანუ მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება 3 წელზე მეტი ვადით, რომლებიც შემდეგ უკვე ინიშნებიან უვადოდ, მოსამართლეები, რომლებიც არიან სკოლის მსმენელები და მათ არ აქვთ სასამართლო საქმიანობის გამოცდილება, ასეთები ინიშნებიან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. მერე უკვე მოხდება მათი ყოველწლიური შეფასება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

 

კომენტარები

გიორგი არევაძე ვასილ მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეები მოსამართლეობის მსურველები ნაზი ჯანეზაშვილი ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2018-01-11
Tags გიორგი არევაძე ვასილ მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეები მოსამართლეობის მსურველები ნაზი ჯანეზაშვილი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„განვაცხადეთ 2018 წლის დროში გაწერილი გეგმა, რომელიც ძალიან საინტერესოა“

შემდეგი სტატია

გახმაურებული ფრანჩაიზის ახალი ფილმის ტრეილერი ძალიან საშიშია

მსგავსი სტატიები

პარლამენტში დღეს კახა კალაძეს ელოდებიან

პარლამენტში დღეს კახა კალაძეს ელოდებიან

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
არჩილ თალაკვაძე: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება

არჩილ თალაკვაძე: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება

08 ივნ 2018

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

22 დეკ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
7°
overcast clouds
humidity: 62%
wind: 9m/s NW
H 7 • L 6
11°
Mon
8°
Tue
9°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge