NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში

ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში

11 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1085 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა “ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში” გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2017 წლის ბოლოს საერთაშორისო რეესტრში უკვე მესამედ შეიტანეს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ნომინაცია, ამჯერად – სახარება-პალიმფსესტი IX-X, XII-XIII, XIV სს.

“ექსპოზიციაზე სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა. მათ შორისაა:

2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV სს.
ხელნაწერის ფურცლების დიდი ნაწილი პალიმფსესტურია. შიგადაშიგ ორმაგი პალიმფსესტებიც გვხვდება, რომლებშიც ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება: უძველესი ფენა ასომთავრულია, ამ ეტაპზე იგი IX-X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს; XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული შუა ფენა ნუსხურია; ზედა, მესამე ფენაც ნუსხურადაა ნაწერი და შეიძლება უხეშად XIV საუკუნით დათარიღდეს.

ზედა, ქრონოლოგიურად ბოლო ფენის გადამწერი და შიგადაშიგ გამცხოველებელი არის ვინმე გიორგი, ხოლო მომგებელი – ბერი ესტატე.
ხელნაწერში მრავლად გხვდება ანდერძ-მინაწერები (XIII-XVIII სს.), რომლებიც შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი:

• ანბანდიდი სახარება (IX ს.);
• ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.);
• ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.);
• ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.);
• ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი);
• შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი);
• შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი);
• მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

ატლასი ჩასმულია მწვანე ფერის მოზაიკურ მუყაოს ყდაში, შედგება 19 რუკისა და ბაგრატიონთა 2 გენეალოგიური სქემისგან. ავტოგრაფი ეროვნულ არქივში 1925 წელს სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან შემოვიდა. 1745 წლის ხელნაწერი ატლასი სრულად არის შემონახული.

ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ჩართული იყო რუკები, ქრონიკები, კინკლოსი და საძიებელი. სავარაუდოდ, აზიის მუზეუმში მოხვედრისას ხელნაწერი დაიშალა და ატლასი ცალკე აიკინძა. დღეისათვის ეროვნულ არქივში ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ორი ხელნაწერის სახითაა დაცული.

ნაშრომით ვახუშტი ბატონიშვილმა დაგვიტოვა საქართველოს პირველი სრული და საფუძვლიანი გეოგრაფიული აღწერა”- ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

გამოფენა ერთი თვეს გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.

კომენტარები

UNESCO გამოფენა ეროვნული არქივი ხელნაწერები 2018-01-11
Tags UNESCO გამოფენა ეროვნული არქივი ხელნაწერები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი

შემდეგი სტატია

შსს-მ ყვარლის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია: ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში სანებართვო საქმიანობაა ღამის კლუბები

გიორგი გახარია: ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში სანებართვო საქმიანობაა ღამის კლუბები

19 მაი 2018
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულ გ.ჩ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულ გ.ჩ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

31 აგვ 2018

ჩეგოლეიშვილი გვარამიაზე – „უპასუხისმგებლო შტერი – სხვას ვერაფერს ვუწოდებ“

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge