NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“სოლიდარობა პანკისს”- მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

“სოლიდარობა პანკისს”- მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

11 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 668 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი  სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან: “ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); “ადამიანის უფლებათა ცენტრი“; “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ; “აუდიტორია #115“; „კავკასიური სახლი“.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კიბეებზე სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. მათ გაშალეს ტრანსპარანტები, წარწერებით:  „პანკისი იმსახურებს სიმართლეს“, „შეიზღუდოს სუს-ის ძალაუფლება“, „მოვითხოვთ ეფექტიან გამოძიებას“.

„ჩვენ მოვითხოვთ: სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე;

სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება;

ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება;

სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე განცხადებით, ამ საქმეში ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ეჭვები ჩნდება.

„საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე მყისიერად გაფრთხილების გარეშე ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას. ამ გზით სახელმწიფო ახდენს საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას და მსხვერპლის ტერორისტად გამოცხადებით მის დეჰუმანიზებას.

წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება. პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის აუცილებელი სისტემური სოციალური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო არსებითად მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს. პანკისის საგანგებო სივრცედ წარმოჩინება, სახელმწიფოს „ლეგიტიმური“ ძალადობისა და კონტროლის დამყარებისა და ამით საკუთარი ძალაუფლების განტკიცების შესაძლებლობას აძლევს. პანკისის ხეობაში მხოლოდ სპეცოპერაციისა და კონტროლის სტრატეგიით მოქმედი სახელმწიფო, ადგილობრივი მოსახლეობის გარიყულობას აძლიერებს და ართულებს სოციალური სამართლიანობისა და სტაბილურობის მიღწევას.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა.  სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.

კომენტარები

აქცია თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობა სპეცოპერაცია 2018-01-11
Tags აქცია თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობა სპეცოპერაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის მეტროს 52 წელი შეუსრულდა

შემდეგი სტატია

ციხელაშვილი: პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია

მსგავსი სტატიები

„ყველაზე სახიფათოა, როდესაც პრემიერმინისტრს არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა“

„ყველაზე სახიფათოა, როდესაც პრემიერმინისტრს არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა“

21 დეკ 2017
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობითი სამუშაოები იწყება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობითი სამუშაოები იწყება

29 აპრ 2018
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას – მცირე დროის საქმეა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ეს გარდაუვალია

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას – მცირე დროის საქმეა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ეს გარდაუვალია

ირაკლი შალიკაშვილი 06 მაი 2022

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge