იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 52 ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლეების გამწესებისთვის კენჭისყრა მიმდინარეობს. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები და ისინი, ვინც პირველად იღებს მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში. მოსამართლეების ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უკვე განამწესეს.
მოსამართლეების ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უკვე განამწესეს. მათ შორის არიან: სერგო მეთოფიშვილი, ლევან თევზაძე, გიორგი ებანოიძე და ა.შ.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებულ კოლეგიაში 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, მოსამართლედ დაინიშნა მაია კვირიკაშვილი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე განაცხადი შეიტანა სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველმა მოსამართლე გიორგი ჩემიამ. საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის, ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლედ განმწესდება.
კომენტარები