ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.
მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაიხადეს. ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები