ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში ვიყავი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე.
დასასრულს, პირად საუბრებში, ერთ-ერთმა თქვა, ვნახეთ თბილისი როგორ გაანათესო. ჩვენ კი გვესმის, რომ ჯერ დედაქალაქი და მერე ყველა სხვაო, მაგრამ მაინც ცოტა დასანანია, ბავშვები ჩვენთანაც არიან, ნაძვის ხე ამათაც უნდათო. ნაძვის ხე არ ჰქონდათ.
ვინაიდან წელს ჩვენ ახალი მილანური განათება ვიყიდეთ 3 000 000 ლარად შარშანდელი განათება წავიდა სხვა, ნომერ მეორე ქალაქში, რომლის შარშანდელი განათება წავიდა ნომერ მესამე ქალაქში და ა.შ. ამ ლოგიკით, სოფელში სადაც მე ვიყავი, ჩვენი შარშანდელი განათება მოხვდება 3018 წელს.
ძალიან ჩვეულებრივი ქალაქ-სახელმწიფო ვართ, სადაც თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული აქვს პრინციპი – “ჯერ დედაქალაქი, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.” ქალაქ-სახელმწიფო კი ტერიტორიებს ინარჩუნებს ან ძალის საშუალებით ან მოქრთამვით ან ელიტებისთვის პრივილეგიების მიცემით… ამიტომ არის საქართველოს დაშლის მუდმივი საფრთხე არა მხოლოდ გარეშე მტერი, არამედ ჩვენი უუნარობა, ძალისა და ფულის გარეშე შევიკრიბოთ იდეის გარშემო.
ლოპოტას სასტუმროს აუზიდან დანახული კახეთი, ბათუმის რედისონის კაზინოდან დანახული ბათუმი და ავტობანიდან დანახული სამაჩაბლო საქართველო არ არის. ამ სივრცეებს მიღმა რომ ხალხი ცხოვრობს ეგეც საქართველოა და თან ძალიან უთანასწორო საქართველო. ხოდა სანამ იმის ანალიზში შევალთ, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, იმისათვის, რომ პანკისში მცხოვრები ხალხის ინტეგრაცია შეძლოს, იმაზეც დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, იმისთვის, რომ თბილისს გარეთ მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ ნაძვის ხეები ახალ წლებზე.
ჩვენს მერს რომ ჰგონია, რომ ჩვენ გაგვიხარდება 3 000 000-იანი განათება ეგეც ჩვენზე მეტყველებს ბევრს, და არა მხოლოდ მერზე.”
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში ვიყავი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე. დასასრულს, პირად საუბრებში, ერთ-ერთმა თქვა,…
Posted by Levan Ghambashidze on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018
კომენტარები