NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს“

„მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს“

10 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 845 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ, ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მან 26 დეკემბერს განახორციელა, ამავე ბრძანებულების სხვა ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონს.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის, მანამდე ამ კომისიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი სერვისების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობდა. წულუკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კომისია მასთან გადაიტანა, 565 პირს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა.

„პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ეს ცვლილებები თავისივე ბრძანებულებაში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამავე ბრძანებულების სხვა ნორმებს. რაც ყველაზე დასანანი მგონია, არ უნდა იყოს ბოლომდე შესაბამისი საქართველოს ორგანული კანონის სხვადასხვა ნორმასთან, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობრივ საკითხებზე განცხადებებს იხილავს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო. ამას ამბობს კანონი.

თუმცა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სააგენტო კანონის განაწესის მიუხედავად, განცხადებების განხილვას ვეღარ შეძლებს. სამწუხაროდ, შარშან 565 პირს, რომელთაგან 89 % იყო საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან საქართველოში დაბადებული საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე უთხრა უარი. მე მინდა მჯეროდეს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ბრძანებულება გიორგი მარგველაშვილი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი კანონი მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტი ცვლილებები 2018-01-10
Tags ბრძანებულება გიორგი მარგველაშვილი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი კანონი მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტი ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანდრეი ჩიკატილოზე უფრო საშიში მანიაკი

შემდეგი სტატია

თბილისის ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

მსგავსი სტატიები

ურაკინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ფოთის პორტში ბორნით შემოვიდნენ

ურაკინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ფოთის პორტში ბორნით შემოვიდნენ

20 ნოე 2017
შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმაში მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან

შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმაში მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან

18 იან 2018
თბილისის ყოფილი პროკურორი: სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა

თბილისის ყოფილი პროკურორი: სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა

23 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

    მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

  • მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

    მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

  • პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

    პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

  • ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

    ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

  • სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

    სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

  • მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

    მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

  • დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

    დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

  • კლასიკად ქცეული ფილმები

    კლასიკად ქცეული ფილმები

  • სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

    სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

  • დღე ისტორიაში – 26 მარტი

    დღე ისტორიაში – 26 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge