NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერიამ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განახლებული წესი დაამტკიცა

თბილისის მერიამ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განახლებული წესი დაამტკიცა

10 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 724 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქალაქის ბიუჯეტის სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვას.

„აქ მთავარი არის ის, რომ ეს ცვლილება განსხვავებულ მიდგომებს აგვარიდებს. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს და დაფინანსების დუბლირებას”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

განახლებული წესი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განმარტებით, წესის მიხედვით განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები, ინდივიდუალური შემთხვევების დაფინანსება და გაიმიჯნა დაფინანსება გამგეობებსა და მერიას შორის თანხის მოცულობის მიხედვით, რაც გამორიცხავს ბენეფიციარისთვის დაფინანსების დუბლირებას.

„ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები,  მარჩენალდაკარგულები, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად და გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ ჯგუფებისა, გაგრძელდება სხვა საჭიროებების მქონეთა დაფინანსებაც, რომლებიც შეიძლება არ შედიოდნენ პრიორიტეტულ ჯგუფებში. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალურად შეისწავლიან გამგეობები და შესწავლის შედეგების მიხედვით მოხდება დაფინანსება. დაფინანსების შკალები  განსაზღვრულია და სხვადასხვა მანიპულაციები დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით. აქამდე მერიის და გამგეობების ბიუჯეტიდან ხდებოდა ერთი და იგივე პიროვნებების დაფინანსება, რაც უკვე გაიმიჯნა. გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზევით დაფინანსებას  თბილისის მერია უზრუნველყოფს. ბიუჯეტში თანხა არ შეცვლილა, უბრალოდ, დუბლირებული დაფინანსება, რომელიც აქამდე იყო, აღარ იქნება“, – აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

[themeum_advertisement_shortcode ads_type=”ads_single”]

კომენტარები

დედაქალაქის მერი თბილისის მერი თბილისის მერია კალაძე კახა კალაძე მედიკამენტები 2018-01-10
Tags დედაქალაქის მერი თბილისის მერი თბილისის მერია კალაძე კახა კალაძე მედიკამენტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გმირი ძაღლები, რომლებიც სიცოცხლეს გვჩუქნიან

შემდეგი სტატია

გვარამია: მაჩალიკაშვილი მოკლეს

მსგავსი სტატიები

„დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება“

26 ოქტ 2017
„ერთობა-ახალი საქართველო” საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„ერთობა-ახალი საქართველო” საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

30 სექ 2017
პრეზიდენტი წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების

პრეზიდენტი წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების

05 თებ 2019

უახლესი ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge