პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის გადასვენებას ელოდებიან, ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში მისი დედა, მედიკო მარგოშვილი ჩავიდა. დედის განცხადებით, მისი შვილი აპარატიდან გამორთეს და მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში.
„გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი, მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ. ქვეყანა დაექცეთ იმ სპეცრაზმელებს, იმ გომელაურს და გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე, ამას სტრასბურგამდე მივიყვან, ამას არ შევარჩენ ამ ქვეყანას, ვინც დამნაშავეები არიან“,-განაცხადა მარგოშვილმა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გამთენიისას და რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
კომენტარები