ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონი დააზიანა, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. თელავსა და გურჯაანში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ადგილზე დილიდან მუშაობენ სამაშველო სამსახურები.
„მიდის სამსახურების მიერ გადამოწმება მთელი რაიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტში არ არის ელექტროენერგია, მაქვს ინფორმაცია, რომ გადამოწმება მიდის, დაზიანებულია ელექტროსადენები და დიდი ალბათობით, „ენერგოპრო“ მუშაობს პარალელურ რეჟიმში“,-განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
კომენტარები