ემა სტოუნსა და ჯენიფერ ლოურენს ბევრი საერთო აქვთ. გარდა იმისა, რომ ორივე მათგანმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო ოსკარი, ისინი საუკეთესო მეგობრებიც არიან. მეგობრები გამოტყდნენ იმაშიც, რომ ხშირად ატყობინებენ ერთმანეთ სხვადასხვა კასტინგების შესახებ და გასაუბრებებზე ერთადაც დადიან.
„ხშირად ვწერთ ერთმანეთს, ვაგებინებთ ახალი კასტინგების შესახებ და ძირითადად ერთი და იგივე როლის თამაში გვინდება. ძალიან სასაცილოა, როდესაც ერთი გამოდის გასაუბრებიდან და იქ მეორე ხვდება“, – ამობს სტოუნი.
ამჯერად ჰოლივუდის ყველაზე მხიარულმა მეგობრებმა კიდევ ერთი მხიარული ისტორია შემოგვთავაზეს: ყველამ ვიცით, რომ ოქროს გლობუსის ცერემონია რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომელსაც ჯენიფერ ლოურენსი და ემა სტოუნიც ესწრებოდნენ, ისიც ყველა ვიცით, რომ ჯენიფერ ლოურენსი მზად იყო ოქროს გლობუსის AFTER PARTY-ზე წასასვლელად, თუმცა მოულოდნელად გადაიფიქრა, რა შეიძლება მომხდარიყო: რა თქმა უნდა ემა სტოუნმა დარეკა.
ამაზე მოწმობს ვიდეო, რომელიც ლოურენსმა საკუთარ FACEBOOK გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც მას სახის ერთ ნაწილზე აქვს მაკიაჟი და გვიხსნის თუ რატომ არ წავიდა წვეულებაზე: როგორც ვიდეოდან გავიგეთ, ჯენიფერი და ემა ოქროს გლობუსის AFTER PARTY-ზე ერთად უნდა წასულიყვნენ.
ჯენიფერიც ამ ყველაფრისთვის ემზადებოდა, თუმცა საბოლოოდ სტოუნმა მას დაურეკა და უთხრა რომ წასვლა აღარ უნდოდა და წვეულების ნაცვლად ჯენიფერთან მივიდოდა სახლში.
სწორედ, ამიტომაც დარჩა სახლში ჯენიფერი ნახევარ სახეზე მაკიაჟ გაკეთებული.
Posted by Jennifer Lawrence on ორშაბათი, 08 იანვარი, 2018
კომენტარები