NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წიკლაური: მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია

წიკლაური: მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია

10 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 422 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წიკლაურმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძირა.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პანკისის ხეობის მკვიდრებს და საქართველოს მოქალაქეებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია.

კერძოდ:

ხელისუფლების დანაშაულია ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება 2012 წელს საქმის გამოძიების დასრულებმადე. ხელისუფლების დანაშაულია საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ჩატაევის საქართველოში შემოსვლა. ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისის  ცენტრში სამხედრო ბაზის შექმნის შესაზლებლობის მიცემა, რამაც სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა. ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისში უპრობლემოდ გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა. ხელისუფლების დანაშაულია საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, 19 წლის ბიჭის დაუნდობელი ჩაცხრილვა საწოლში. ხელისულფების დანაშაულია დროული სამედიცინო დახმარების არგაწევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედებები მიმართული იყო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიზმის პრინციპების წინააღმდეგ.

ენმ მხარს დაუჭერს სამოქალაქო პროტესტის ყველა კანონიერ ფორმას, რომელიც სიმართლის დადგენისკენ იქნება მიმართული”- განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გამთენიისას და რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა.

შეგახსნებეთ, 26 დეკემბერს სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა.  სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.

 

კომენტარები

თემირლან მაჩალიკაშვილი მთავრობა ნუგზარ წიკლაური პანკისის ხეობა 2018-01-10
Tags თემირლან მაჩალიკაშვილი მთავრობა ნუგზარ წიკლაური პანკისის ხეობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ექსპერტიზის შედეგად ვერ მოხდა იმის განსაზღვრა, თუ როგორი ტრაექტორიით მოხდა გასროლა.“

შემდეგი სტატია

ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები შეამოწმეს

მსგავსი სტატიები

სემეკის თავმჯდომარე „ლეიბორისტებს“ პასუხობს

07 სექ 2017
„თუ დავინახავთ, რომ კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი, ამაზე მოვახდენთ რეაგირებას“

„თუ დავინახავთ, რომ კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი, ამაზე მოვახდენთ რეაგირებას“

15 ნოე 2017
თბილისში ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის 400 კგ ხორცი ამოიღეს

თბილისში ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის 400 კგ ხორცი ამოიღეს

10 თებ 2018

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge