NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები შეამოწმეს

ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები შეამოწმეს

10 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა,  ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგი 2“) კომპლექსური, არაგეგმური შემოწმება განახორციელეს. სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ გააჩნია ჩამდინარე წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობა – ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლები ჩაედინება; ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა  აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას.  რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, აღნიშნულ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა.

“შემოწმების პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით, აღებულ იქნა მდინარის წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კომპანიების დაჯარიმების შემდეგ,  გამოსცემს ადმინისტრაციულ მიწერილობას, რომლის შესაბამისად კომპანიებს დაევალება დადგენილ ვადაში აღმოფხვრან გამოვლენილი დარღვევები, მოაწყონ სათანადო გამწმენდი ნაგებობა, უზრუნველყონ ჰაერში ემისიების გავრცელების შეზღუდვის მიზნით შესაბამისი დანადაგარის დამონტაჟება”-აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თევზი ფოთი შემოწმება 2018-01-10
Tags გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თევზი ფოთი შემოწმება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წიკლაური: მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია

შემდეგი სტატია

რუსთავში ექვსი ადამიანი, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა

მსგავსი სტატიები

“ნუ მომკლავ” – მდუმარე აქცია 51-ე სკოლასთან

04 დეკ 2017
რუს ბიზნესმენს მოდელი 7 წელი სექსმონად ჰყავდა დატყვევებული

რუს ბიზნესმენს მოდელი 7 წელი სექსმონად ჰყავდა დატყვევებული

24 თებ 2018

Drückglück casino bonus code

02 ოქტ 2015

უახლესი ამბები

  • თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

    თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

  • “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

    “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge