NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“რუსულ ელიტას ქვეყანაში ცვლილებები სურს”

“რუსულ ელიტას ქვეყანაში ცვლილებები სურს”

10 იან 2018 ახალი ამბები, მსოფლიო, პოლიტიკა 754 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთში, პირველად, ჩამოყალიბდა სიტუაცია, როცა ელიტა მზად არის რეფორმებისთვის, ხოლო მოსახლეობას, პირიქით, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები არ აიტერესებს. ამის შესახებ bbc-სთან ინტერვიუში ეკონომისტმა, მიხეილ დიმიტრიევმა განაცხადა.

“საერთოდ პოლიტიკისადმი ინტერესი დაბალია, დაბალია სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებისადმი ინტერესი”, განაცხადა დიმიტრიევმა.

უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსები ქუჩებში საპროტესტო გამოსვლისათვის მზად არ არიან.

“თუმცა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რაღაც მომენტში მოსახლეობის განწყობა შეიცვლება, როგორც ეს 2011 წელს მოხდა”, დასძინა ეკონომისტმა. მანვე განმარტა, რომ ახლა რუსეთი შესაძლოა სხვაგვარი ტიპის პროტესტმა მოიცვას.

პასიურობის კიდევ ერთი მიზეზია “ლოიალურობის პაქტი” მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც  2014 წლის შემდეგ წარმოიქმნა. ქვეყანაში სიტუაციის სტაბილურობაზე გავლენას სწორედ ეს ახდენს, აცხადებს დიმიტრიევი.

“ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმეტესობა, ხელისუფლების ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს და რაც მთავარია, ნაკლები პრეტენზია აქვს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით”, აცხადებს ეკონომისტი.

რუსული ელიტა კი, პირიქით, პირველად, მრავალი წლის შემდეგ რეფორმებისათვის მზად არის.

ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარება, მსხვილი ქალაქების განვითარება,  ასევე ინოვაციისა და ციფრული ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა – ეს არის რეფორმები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მიიჩნევს ეკონომისტი, დიმიტრიევი.

დიმიტრივი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების გამკაცრება სერიოზულ საფრთხეს ქმნის. მისივე განცხადებით, სანქციები სერიოზულად გააუარესებს მსხვილი კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას, განსაკუთრებით სასაქონლო სექტორში. მთავრობას გაუჭირდება შედეგების შემსუბუქება, აცხადებს მიხეილ დიმიტრიევი.

 

 

კომენტარები

ეკონომიკა ელიტა მიხეილ დიმიტრიევი რუსეთი 2018-01-10
Tags ეკონომიკა ელიტა მიხეილ დიმიტრიევი რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი“

შემდეგი სტატია

მიტოვებულ შენობებში გამომწყვდეული დაჟანგებული სოციალური ქსელები

მსგავსი სტატიები

საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად  ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო

საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო

03 აპრ 2018

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ

15 ნოე 2018
დმიტრი პესკოვი: დაგვსაჯეთ! საშიში არაფერია

დმიტრი პესკოვი: დაგვსაჯეთ! საშიში არაფერია

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge