რუსთავში ექვსი ადამიანი, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
“წყლის გამათბობლის გამო, ერთი ოჯახის ექვსი წევრია მოწამლული, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მოწამლულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვები მკურნალობის კურსს ბავშვთა საავადმყოფოში გაივლიან”- იუწყება პირველი არხი.
კომენტარები