თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში გადაასვენეს, მას ხვალ დაკრძალავენ. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გამთენიისას და რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა.
შეგახსნებეთ, 26 დეკემბერს სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.
კომენტარები