ალექს დანლოპი BBC-ის ახალი ამბების ჟურნალისტია, რომელსაც ლემურებმა ეთერში გასვლა არ აცალეს.
ჟურნალისტი ბენჰამის ზოოპარკში იმყოფებოდა, სიუჟეტის გასაკეთებლად რა დროსაც მას თავს ლემურები დაესხნენ.
BBC-იმ ვიდეო youtube-ზე ატვირტა, რომელსაც უკვე 28 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
კატისებრი ლემური, ნახევრად მაიმუნი საკუთრივ ლემურების გვარისაა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს, კუდისა 55 სმ. ზურგის მხარე და თავი რუხია, მუცლისა მოთეთრო, კუდზე — 15-16 შავი რგოლი აქვს, მამალს მხარზე და წინამხარზე სურნელოვანი ჯირკვლები აქვს.
ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია ადგილებში, კარგად ცოცავენ კლდეზე. იკვებებიან ლეღვისა და სხვა მცენარეების ნაყოფით. კარგად იტანენ ტყვეობას.
კომენტარები