NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობის გამოსწორება დაავალა

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობის გამოსწორება დაავალა

09 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 298 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა დღესვე გაიმართოს და ადგილზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დროულად დაიწყოს.

„სამუშაოები, რომელზეც შვიდი მილიონი დაიხარჯა, გასული წლის მაისში დასრულდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი, დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლობას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. აქ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გატარდება.

„ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა  შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

თბილისის მერი კალაძე კახა კალაძე რაგბის სავარჯიშო კომპლექსი 2018-01-09
Tags თბილისის მერი კალაძე კახა კალაძე რაგბის სავარჯიშო კომპლექსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი აბაშიშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს გადასცა

შემდეგი სტატია

მკვდრად აღიარებული პატიმარი საავადმყოფოს მორგში გონზე მოვიდა

მსგავსი სტატიები

შსს-მ ქვემო ქართლში 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

სოსო ელისაშვილი 07 ოქტ 2018
იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს

18 ივლ 2018
წყვილს 13 შვილი ჯაჭვებით ლოგინზე ჰყავდა მიბმული

წყვილს 13 შვილი ჯაჭვებით ლოგინზე ჰყავდა მიბმული

16 იან 2018

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge