ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 15:00 საათზე გაიმართება, სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავს.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი არის გამოტოვებული, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს წარუდგენს.
„მიგვაჩნია, რომ გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის გაურკვეველი. საზოგადოებას აწუხებს ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე პასუხს ვერ ცემს, შესაბამისად მიმაჩნია, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჭეშმარიტების დასადგენად ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა და ექსპერტებს ვუსვამთ კონკრეტულ, უმნიშვნელოვანეს კითხვებს, მაგ. – თუ რამდენი დანა იქნა გამოყენებული; რამდენმა ადამიანმა მიაყენა ჭრილობები; არის თუ არა ლოკალიზაცია შესაბამისობაში მოწმეთა ჩვენებებთან, თუ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დადგინდება“,-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
კომენტარები